საერთაშორისო ურთიერთობები

მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყველა განვითარებულ სახელმწიფოში ფუნქციონირებს მსგავსი ასოციაციები, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან დამთავრებული იაპონიით. ამ ასოციაციების საქმიანობა განაპირობებს განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, კერძო სექტორის განვითარებას და  საერთო პრობლემების წინაშე უმაღლესი სასწავლებლების კონსოლიდირებას.

ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური აქტიურად არის ჩართული მსგავსი პროფილის მქონე ასოციაციებთან თანამშრომლობის განვითარებაში.მსგავსი კავშირურთიერთობის მიზანია გამოცდილების გაზიარება და საერთო პროექტების განხორციელება.

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პრიორიტეტული მიმართულებაა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება. სამსახური აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს და ზრუნავს ასოციაციაში შემავალი უნივერსიტეტების სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობაზე ამ ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში. 

ასოციაციამ დაფუძნებიდან ერთი წლის განმავლობაში შეძლო საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. ჩვენს აქტივებშია საერთაშორისო ორგანიზაციის „ტურნიტინის“ საქართველოს უნივერსიტეტებში ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის იმპლემენტაცია;გერმანული ფონდის SES-ის  დახმარებით ჩვენი წევრი უნვერსიტეტებისთვის ვახორციელებთ ტრეინინგებს საზღვაო განათლების მიმართულებით;ჩვენ გავხდით  ევროპული იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (elfa)  წევრი,რაც დამატებითი ბენეფიტების მომცემია  წევრი უნივერსიტეტებისათვის სამართლის ფაკულტეტებისთვის.

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია საქართველოში „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ წევრია,რაც ასოციაციის წევრი უნივერსიტეტებისათვის შემდგომი საქმიანობის მასშტაბებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოების წინაპირობაა.

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია მუდმივად თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან, ქართულ დიასპორებთან.აქვს ჩამოყალიბებული მყარი ურთიერთობები ჩინეთის რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში და მისი შუამდგომლობით შედგა თანამშრომლობა ჩინეთის უმაღლესი სასწავლებლების ასოციასთან. 

ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის მიზანია უცხოურ საგანმანათლებლო სიმპოზიუმებსა და გამოფენებზე მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო დონორების ნდობის მოპოვება, სტუდენტთა და პროფესორთა მობილობის ხელშეწყობა. დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა ქართველი კოლეგების ჩართულობით.