ალიანსის შესახებ

 

ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანი თავისუფალი აკადემიის მხარდაჭერაა.

ალიანსი სამი უნივერსიტეტის ინიციატივით  2017 წლის 25 ოქტომბერს დაფუძნდა:  საქართველოს უნივერსიტეტი (რექტორი კონსტანტინე თოფურია), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი) და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი (რექტორი მამუკა თავხელიძე).

ალიანსის საქმიანობა, მისი მიზნებიდან გამომდინარე, მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ჩვენ გვსურს, ალიანსის წევრი უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება,  დამატებითი ფინანსების მოძიების გზით ფინანსური ძლიერება, გრძელვადიანი საინვესტიციო ფონდებთან წვდომის გამარტივება, განათლების შესაბამისობა შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან, მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდა მეცნიერთა მოტივაციის გაზრდა, ინოვაციებისა და კვლევის ტექნოლოგიების დანერგვა.

წევრი  უნივერსიტეტების   ინტერესებზე  ზრუნვისათვის   ალიანსში  შეიქმნა სხვადასხვა თემატური საბჭო ,ფონდი  თუ   ცენტრი, რომლებსაც სფეროს ექპერტები უძღვებიან. მათი საქმიანობის მთავარი მიზანი კერძო სექტორის გაძლიერება და საქართველოში განათლების  დონის ამაღლებაა.

ალიანსი თავის წევრებს სთავაზობს  უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და კვლევითი საქმიანობის  გაცვლის ფართო ასპარეზს. უნივერსიტეტებისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა  გაუზიარონ  ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება ერთობლივ სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის გზით, და მოახდინონ კონსოლიდირება საერთო ინტერესების  დაცვის მიზნით.