ზვიად გაბისონია სტუმრად ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსში

21 მარტი 2019

✔️2019 წლის 21 მარტს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი პროფესორი ზვიად გაბისონია ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსს ესტუმრა.

➡️ შეხვედრას ესწრებოდნენ 10 ქართული უნივერსიტეტის რექტორები, პრორექტორები, სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელები, დეკანები, პროფესორები, დოქტორანტები.

✔️შეხვედრა მიზნად ისახავდა, განათლების რეფორმის ფარგლებში, მეცნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების გაცნობას.

ფონდის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მეცნიერების მიმართულებით დადგენილი ცვლილებები, ისაუბრა ფონდის ახალ პროექტებზე და ინიციატივებზე.

➡️ შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა და მას რექტორი, ალიანსის პრეზიდენტი კონსტანტინე თოფურია უძღვებოდა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
#ახალიევროპისუნივერსიტეტებისალიანსი

ასევე ნახეთ

  • „სტუდენტები პროექტის ფარგლებში შეძლებენ რეალურ დროში პოზიტიური ზეგავლენა იქონიონ თბილისის ურბანულ სივრცეებზე.”

    წაიკითხეთ მეტი
  • Apu პრეზენტაცია

    წაიკითხეთ მეტი
  • კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა უკრაინაში საქართველოს ელჩთან

    წაიკითხეთ მეტი