ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს შორის

27 ივლისი 2018

2018 წლის 27 ივლისს ხელი მოეწერა მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ.

მხარეები ამ დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: შრომის უსაფრთხოების, შრომითი პირობების გაუმჯობესების, სოციალური დაცვის ქმედითი გარანტიების ასახვა უნივერსიტეტების სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტებში; ტრენინგები შრომის სამართლის, ორგანიზაციული კულტურის, ადამიანური რესურსების მართვისა და პერსონალის განვითარების მიმართულებებით; ხარისხიანი განათლების გაზომვის და მონიტორინგის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა; სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამართლებრივი უფლებების დაცვა; საერთაშორისო პარტნიორთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა მარუაშვილმა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.

ასევე ნახეთ