უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ფორუმი

30 მარტი 2019

“ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის," „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ და „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, სულხან - საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში 2019 წლის 30 მარტს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ფორუმი გაიმართა. მას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

✔️უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ფორუმი პირველი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელმაც საგანმანათლებლო სფეროს წარმოადგენლებს, მათ შორის, უმაღლესი განათლების სისტემის მენეჯერებს საშუალება მისცა მიეღოთ ინფორმაცია და დაესვათ კითხვები მიმდინარე ცვლილებებისა და ინიციატივების ირგვლივ.

📌ფორუმის მონაწილეებმა მოისმენეს მოხსენებები უმაღლესი განათლების სისტემის ისეთი აქტუალური საკითხების შესახებ, როგორიცაა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების აკრედიტაციის სტანდარტების ძირითადი ასპექტები, 2016 - 2018 წლებში უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის შედეგები და სხვ. ღონისძიება თემატურმა დისკუსიამ დაასრულა.

➡️ ფორუმის მონაწილეთა შორის იყვნენ: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი 
გიორგი ვაშაკიძე; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია / Zviad Gabisonia; საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია Nino Lipartia; უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი დიმიტრი გეგენავა; George Khatidze და სხვები
#ახალიევროპისუნივერსიტეტებისალიანსი

ასევე ნახეთ

  • შეხვედრა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ირინე აბულაძესთან

    წაიკითხეთ მეტი
  • სტუმრად აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან

    წაიკითხეთ მეტი
  • პრეზენტაცია ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში

    წაიკითხეთ მეტი