„სიცოცხლის პოეზიის“ პრეზენტაცია

3 მაისი 2019

✔️ 2019 წლის 3 მაისს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, „ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის“ ორგანიზებით, ხაზარის უნივერსიტეტის რექტორის, მეცნიერისა და პოეტის, პროფესორ ჰამლეტ ისახანლის ქართულ ენაზე ნათარგმნი ლექსების კრებულის - „სიცოცხლის პოეზიის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან და პოეზიის თაყვანისმცემლებთან ერთად, თავად ჰამლეტ ისახანლი და პოეტური კრებულის თარგმანის ავტორი, ლიტერატორი იმირ მამედლი დაესწრნენ.

✔️ჰამლეტ ისახანლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ მოხსენებით წარდგა „საქართველოს უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი ნინო ბარნოვი.

 ჰამლეტ ისახანლი აქტიურად უჭერს მხარს რიგ საგანმანათლებლო აქტივობებს საქართველოში. გარდა ამისა, საქართველო, თავისი ისტორიითა და კულტურით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის მდიდარ სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობაში. პრეზენტაციის დასასრულს ავტორმა სტუმრებს საკუთარი წიგნი უსახსოვრა.

✔️ „ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის“ პრიორიტეტებს შორისაა ერთ - ერთი არსებითი მიმართულება სწორედ ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერა, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაა.

ასევე ნახეთ