შეხვედრა სტუდენტურ თვითმართველობებთან

18 აპრილი 2018

2018 წლის 18 აპრილს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ინიციატივით შეხვედრა შედგა წევრი უნივერსიტეტების სტუდენტურ თვითმართველობის პრეზიდენტებთან და მათ მოადგილეებთან.

ასოციაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტული მიზნები დასახეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტუდენტური თვითმართველობების ჩართულობის აუცილებლობას საგანმანათლებლო სფეროს გასაუმჯობესებლად, ასოციაციასა და მისი წევრი უნივერსიტეტების სტუდენტების დაახლოების მნიშვნელობას, საგრანტო პროექტებში ჩართულობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს და მუდმივი თანმშრომლობის რეჟიმში გააგრძელებენ სამომავლო ურთიერთობას.

ასევე ნახეთ

  • ასოციაციასა და კერძო კოლეჯებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

    წაიკითხეთ მეტი
  • სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა უფლებები უმაღლეს სასწავლებლებში

    წაიკითხეთ მეტი
  • პროექტ „ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის„ მონაწილე სტუდენტებს ფაბლაბმა უმასპინძლა

    წაიკითხეთ მეტი