შეხვედრა საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანულ სამრეწველო ფონდთან (SES-თან)

15 ნოემბერი 2018

2018 წლის 15 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაციასა და საერთაშორისო თანამშრომელობის გერმანულ სამრეწველო ფონდს შორის.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საერთაშორისო თანამშრომელობის გერმანული სამრეწველო ფონდის რეგიონალური მენეჯერი - ჯულიანა შულერი და საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანული სამრეწველო ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლი - მარიამ ბრეგაძე.

თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორთან დაწყებულია 2017 წლის ზაფხულიდან. 2 თვეში SES-ის დახმარებით საქართველოში ჩამოვა ცნობილი ექსპერტი, რომელიც ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის „ანრის“ პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩაატარებს 3 კვირიან ტრენინგს.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე.

ასევე ნახეთ

  • შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე თევზაძესთან

    წაიკითხეთ მეტი
  • შეხვედრა ესტონეთის კერძო უნივერსიტეტების და კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტთან და ესტონეთის უსდ-ებების რექტორებთან.

    წაიკითხეთ მეტი
  • პროექტი "ერთი დღე ლექტორად" დაიწყო

    წაიკითხეთ მეტი