შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან

30 ოქტომბერი 2018

2018 წლის 30 ოქტომბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

ასოციაციის წარმომადგენლებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა- ბერიკა შუკაკიძემ უმასპისძლა.

ცენტრის დირექტორმა ისაუბრა  სამინისტროს ახალი ხედვის - განათლების სისტემაში „ღია კარის“პრინციპიც დანერგვაზე, სსპებს  შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაფართოების საჭიროებაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების დეცენტრალიზაციაზე, სწავლება/სწავლის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო კავშირების აქტუალობასა და მასწავლებელთა მომზადების პროგრამების თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ ორიენტირებულობაზე.

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა-ზაზა მარუაშვილმა  იმედი გამოთქვა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ახალი ადმინისტრაცია პროფესიონალებს ქვეყანაში არსებული განათლების მდგომარეობის ღრმა ანალიზისა და ეფექტიანი სამოქმედო პროგრამების შემუშავება-განხორციელების საშუალებას მისცემს.

ასევე ნახეთ

  • უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტი ასოციაციის წევრი გახდა

    წაიკითხეთ მეტი
  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

    წაიკითხეთ მეტი
  • საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობა

    წაიკითხეთ მეტი