შეხვედრა ბუქარესტში საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან

5 დეკემბერი 2018

🔷 2018 წლის 5 დეკემბერს, ქ. ბუქარესტში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში, ბატონმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა მიიღო კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი ზაზა მარუაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა კვერნაძე.

🔶 შეხვედრას ესწრებოდა ელჩის მრჩეველი ნინო ფიფია.

🔵მხარეებმა ისაუბრეს ბუქარესტის უნივერსიტეტის, ალექსანდრე იოან კუზას უნივერსიტეტის, კონსტანტას ანდრეა საგუნას უნივერსიტეტის და ასევე კონსტანტანტას საზღვაო პროფილის უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციაში გაწევრიანების შესაძლებლობებზე;

🔴შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ასოციაციის ინიციატივა, კერძოდ, ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქაართველოლოგიური ცენტრის გახსნის პერსპექტივები ქართულ-რუმინული 300 წლოვანი ურთიერთობების საიუბილეო პროგრამის ფარგლებში.

ასევე ნახეთ

  • პრეზენტაცია ბაუ-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

    წაიკითხეთ მეტი
  • პროექტის "ერთი დღე ლექტორად" დასკვნითი ღონისძიება

    წაიკითხეთ მეტი
  • უკრაინის კერძო უმაღლესი სასწავლებლების კონფედერენცია APU-ს პარტნიორი ხდება

    წაიკითხეთ მეტი