შეხვედრა “ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოსთან”

4 იანვარი 2018

2018 წლის 4 იანვარს გაიმართა შეხვედრა “ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოსა” და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ფონდის უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორი ნოდარ სურგულაძე და უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის ოფიცერი ელენე ჯიბლაძე; ასევე კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მარუაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი მანანა თევზაძე და პროექტების მენეჯერი ლიზა ამილახვარი.

შეხვედრისას საუბარი გაიმართა განათლების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ; მოხდა აზრთა გაცვლა ამ სექტორის განვითარების კუთხით განსახორციელებელი პროექტების პერსპექტივებისა და შესაძლო თანამშრომლობის სამომავლო ფორმატზე.

ასევე ნახეთ

  • საჯარო ლექცია “ ნარკოპოლიტიკა საქართველოში”

    წაიკითხეთ მეტი
  • რას გულისხმობს სკოლების კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასთან თანამშრომლობა


    წაიკითხეთ მეტი
  • უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ფორუმი

    წაიკითხეთ მეტი