საზაფხულო ბანაკი - თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები და უსაფრთხოება წარმატებით დასრულდა

31 ივლისი 2018

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით და ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით, ბაზალეთის სასწავლო ცენტრში განხორციელდა  საზაფხულო ბანაკი  სახელწოდებით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები და უსაფრთხოება.

პროექტის მიზანი საინფორმაციო, კომპიუტერული და მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებში არსებული თანამედროვე პრობლემებისა და მიმართულებების გაცნობა, სხვადასხვა აქტუალური საკითხის სიღრმისეულად შესწავლა, საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხების გააზრება და პრობლემის გადაჭრის გზების პრაქტიკული უნარების გამომუშავება იყო.

საზაფხულო ბანაკის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის 80-მდე სტუდენტს ჩაუტარდათ ლექცია-ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ისინი სხვადასხვა აქტივობებთან ერთად მუშაობდნენ  სექციებში  მათი კონკრეტული ინტერესების მიხედივით; Blockchain ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი, საინფორმაციო უსაფრთხოება, გეოინფორმაციული სისტემები, კვანტური ტელეპორტაცია.

ტრეინინგებს უძღვებოდნენ  საქართველოს უნივერსიტეტის  ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის წარმატებული ლექტორები და ტრენერები.  

ბაზალეთის საზაფხულო ბანაკმა ხელი შეუწყო  სტუდენტების დაახლოებას, მათ შორის კომუნიკაციის გაღრმავებას და ახალ კავშირურთიერთობების დამყარებას,  რაც დადებითად აისახება ზოგადად საუნივერსიტეტო გარემოს განვითარებაზე.

ასევე ნახეთ

  • მიხეილ ბატიაშვილი საჯარო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორებს შეხვდა

    წაიკითხეთ მეტი
  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან

    წაიკითხეთ მეტი
  • მიხეილ ჩხენკელი კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

    წაიკითხეთ მეტი