საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობა

28 ოქტომბერი 2018

2018 წლის 27 ოქტომბერს, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენებაში ხაზი გაესვა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასთან გაფორმებულ მემორანდუმს.

ყრილობამ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტად ქალბატონი მაია კობახიძე  ერთხმად აირჩია.

ყრილობას ხელისუფლების, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროპის პროფესიული კავშირების მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ ასოციაციის წარმომადგენლები: ზ. მიმინოშვილი და ნ. როსტომაშვილი.

ასევე ნახეთ

  • შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

    წაიკითხეთ მეტი
  • ასოციაციასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    წაიკითხეთ მეტი
  • საქართველოში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია დაფუძნდა

    წაიკითხეთ მეტი