საჯარო ლექცია “ ნარკოპოლიტიკა საქართველოში”

20 აპრილი 2018

2018 წლის 19 აპრილს ბიზნესისა და კონსალტინგის აკადემიის (BCA) ორგანიზებით სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე: „ ნარკოპოლიტიკა საქართველოში“.

ლექციას უძღვებოდნენ: გიორგი კალატოზიშვილი (საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, კომუნიკაციების ხელმძღვანელი); დავით ოთიაშვილი (დამოკიდებულების კვლევის ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“, დირექტორი):  გურამ იმნაძე (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC),პროექტების მენეჯერი).

შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა სტუდენტებთან ერთად განიხილეს ისეთი თემები, როგორებიც არის:  რატომ არის აუცილებელია ნარკოკანონმდებლობის რეფორმა და რას გულისხმობს რეფორმა? რატომ არ არის განსაზღვრული კანონმდებლობით ნარკოტიკების მცირე ოდენობა?  რამდენად ხარჯთეფექტურია ნარკოტიკებთან ბრძოლის თვალსაზრისით ქვეყანაში ამჟამად მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა?  რამდენად ადეკვატურია მართლმსაჯულება ნარკოტიკების მომხმარებლებისადმი?  რა ვითარება გვაქვს ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით და ამ მაჩვენებლით რომელ ადგილზე ვიმყოფებით მსოფლიოში?  როგორია ნარკოტიკებთან ბრძოლის საუკეთესო გამოცდილება მსოფლიოში?

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია ბიზნესისა და კონსალტინგის აკადემიის (BCA) ეგიდით კვლავაც აპირებს დროის გამოწვევების შესაბამისი საჯარო ლექციების და  მასტერ კლასების ორგანიზებას.

ასევე ნახეთ