საინფორმაციო შეხვედრა შოთა რუსთაველის ფონდთან

18 ოქტომბერი 2018

2018 წლის 18 ოქტომბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია მასპინძლობდა.

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა მარუაშვილმა ფონდთან შემდგომი შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისუბრა და სამომავლო აქტივობების თაობაზე გაამახვილა ყურადღება.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ფონდის სტრატეგიული პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. ფონდი მიზნად ტექნოლოგიების, ინჟინერიის, სოფლის მეურნებისა და ჰუმანიტარიის მიმართულებებით ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას ისახავს.

შეხვედრამ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციასა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მომავალი თანამშრომლობის არეალი გამოკვეთა.

ასევე ნახეთ

  • საქართველოში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია დაფუძნდა

    წაიკითხეთ მეტი
  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან

    წაიკითხეთ მეტი
  • ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინიციატივა განათლების სამინისტროსა და დარგის წარმომადგენლებს

    წაიკითხეთ მეტი