Promo-LEX - ის ფორუმი ბუქარესტში

7 დეკემბერი 2018

 2018 წლის 6-9 დეკემბერს, ქ. ბუქარესტში (რუმინეთი) Promo-LEX (Advancing democracy and human rights)-ისა და B.S.T (The Black Sea Trust for Regional Cooperation) - ის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა.

🔴ფორუმში საქართველოდან მონაწილეობდნენ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი ზაზა მარუაშვილი, ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა კვერნაძე

🔴 ასევე მერი კოჭლამაზაშვილი (სახალხო დამცველის მრჩეველი დევნილთა საკითხებში)

🔵 მედეა ტურაშვილი (საქართველოს საელჩო შვეიცარიაში) 

🔵 ნიკოლოზ ლეგაშვილი (კონსტიტუციის 42-ე მუხლი).

🔶შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა კონფლიქტების კვლევის ვირტუალური ლაბორატორიის შექმნის პლატფორმა და მის განხორცილებაში დიალოგის მონაწილეთა მისიისა და სამომავლო სტატუსის შესახებ.

🔷ფორუმის ფორმატით შესაძლებელი გახდა ასოციაციას ეწარმოებინა მოლაპარაკებები აკადემიურ სუბიექტებთან, რომ დაიწყოს პროცესი ერთობის შემადგენლობაში გაწევრიანებისა: University of Bucharest (რუმინეთი),University Babes-Bolyai (რუმინეთი), Maastricht University (ჰოლანდია), Ulim University (მოლდოვა), ეროვნული უნივერსიტეტი „ოდესის იურიდიული აკადემია“ და ლვოვის კათოლიკური უნივერსიტეტი.

🔶პროდუქტიული აღმოჩნდა მოლაპარაკება ფონდთან B.S.T (The Black Sea Trust for Regional Cooperation) ასოციაციის სახელით 2 კონკრეტული საგრანტო პროექტის განაცხადის მომზადების დაწყებასთან დაკავშირებით.❗️

და ბოლოს, უახლოეს დღეებში შესაძლებელი გახდება გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი Promo-LEX (Advancing democracy and human rights)-თან, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროპის მასშტაბით.

ასევე ნახეთ

  • შეხვედრა გლობალური საგანმანათლებლო ქსელის SABIS®-ის პრეზიდენტთან

    წაიკითხეთ მეტი
  • შეხვედრა რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

    წაიკითხეთ მეტი
  • შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე თევზაძესთან

    წაიკითხეთ მეტი