პროექტი "ერთი დღე ლექტორად" დაიწყო

18 დეკემბერი 2018

2018 წლის 18 დეკემბერს კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორობით დაიწყო პროექტი „ერთი დღე ლექტორად“, რომლის გახსნაც წარიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

🔹 დღევანდელი დღის მომხსენებლები გახლდათ:

➡️ ლიკა ნაროზაშვილი (საკანონმდებლო ხარვეზის დადგენა დაზღვევის სამართლის მაგალითზე); 
➡️ მარიამ ცხადაძე (ადმინისტრაციული ხელშეკრულება, როგორც საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ნოვაცია);

➡️ მარიამ სულავა (ნაფიცი მსაჯულები).

🔶შემდგომი მომხსენებლებისთვის ღონისძიება ჩატარდება 20 დეკემბერს, 12 საათზე ევროპის უნივერსიტეტში, 409-ე აუდიტორიაში.

🔷 ამავე დღეს გამოვლინდებიან გამარჯვებულები და მოხდება მათი დაჯილდოება.

ასევე ნახეთ