პრიორიტეტი განათლების ექსპორტი

27 ივლისი 2018

2018 წლის 27 ივლისს კერძო უმაღლესი სასწავლებლის ასოციაციამ უმასპინძლა ბატონ ბეგრე სერჟ პაკომს - კოტ-დ’ ივუარის მთავრობის წარმომადგენელს, PPSI - ს გენერალურ მენეჯერს   და ქალბატონ ქეთევან ვახტანგიშვილს - კომპანია  „პარავანპერლიტის“ დამფუძნებელს.

საუბარი შეეხო აფრიკის ქვეყნებიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების სწავლების ორგანიზების, დამატებითი კონტიგენტის მოზიდვის, მათი სწორად შერჩევის, სავიზო პრობლემების მოგვარებისა და საქართველოში უცხოელი სტუდენტების სოციალიზაციის საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიასა და კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასოციაციის პრეზიდენტი კონსტანტინე თოფურია, აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მარუაშვილი და პროექტების მენეჯერი ზვიად მიმინოშვილი, ასევე სტუმარი ქალბატონი ბელა სარია.

ასევე ნახეთ