კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და ციფრული ეკონომიკის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12 ივლისი 2018

2018 წლის 11 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტში, ხელი მოეწერა მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და ციფრული ეკონომიკის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

მხარეები მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებენ საგანმანათლებლო აქტივობების ხელშეწყობისთვის; რაც გულისხმობს ციფრული ეკონომიკის დანიშნულების ტრენინგ მოდულების, სასწავლო კურსების მომზადებას და იმპლემენტაციას; ინფორმაციის ურთიერთგაცვლას; საგრანტო პროექტებში პარტნიორული თანამშრომლობას და სხვა რელევანტური ხასიათის აქტივიბებში თანამონაწილეობას.

 

ასევე ნახეთ