კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 მაისი 2018

2018 წლის 25 მაისს  ხელი მოეწერა მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს ნოტარისთა პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

მხარეები მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებენ საგანმანათლებლო აქტივობების ხელშეწყობისთვის; რაც გულისხმობს უმაღლესი იურიდიული განათლების თანამედროვე სტანდარტების შემუშავებისა და დამკვიდრების ხელშეწყობას; სანოტარო სამართლის მიმართულებით სტუდენტ იურისტთა პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარებას, კვალიფიკაციისა და სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლებას, იურიდიული მიმართულებით ტრენინგებისა და   მასტერ-კლასების ორგანიზებას;  საგრანტო პროექტებში პარტნიორული თანამშრომლობას; ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარო ბიუროებში სტუდენტთა სტაჟირების ხელშეწყობას.

ასევე ნახეთ