კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

28 სექტემბერი 2018

2018 წლის 28 სექტემბერს,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში  ხელი მოეწერა მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას  შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმის ფარგლებში  მხარეები თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ სტუდენტთა და პროფესორ - მასწავლებელების უფლებათა დაცვის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებას; უმაღლესი იურიდიული განათლების თანამედროვე სტანდარტების შემუშავებასა და დამკვიდრებას;  სტუდენტ იურისტთა პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარებას და ამ მიზნით იურიდიული კლინიკების ქსელის გაფართოებას; სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით  საკანონმდებლო ინიციატივებში კოპერირების პროცესს; საგრანტო პროექტებში პარტნიორულ თანამშრომლობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჭეხანი, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების რექტორები და სამართლის სკოლების დეკანები.

 

 

ასევე ნახეთ

  • ასოციაცია ქ.თბილისში ხორავას ქუჩაზე და წყალტუბოს რაიონში მომხდარ საზარელ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს!

    წაიკითხეთ მეტი
  • პროექტი - "Creathon Educational Weekend" წარმატებით დასრულდა

    წაიკითხეთ მეტი
  • APU პრეზენტაცია

    წაიკითხეთ მეტი