კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია საქართველოში „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ წევრი გახდა.

28 სექტემბერი 2018

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა (APU) და საქართველოში „საერთაშორისო სავაჭრო პალატას“ შორის   ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

2018 წლის 27 სექტემბერს გამართულ „social meeting”-ზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავამჯდომარემ ფადი ასლიმ და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე თოფურიამ.  

მემორანდუმი მიზნად ისახავს „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ მიერ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებში ასოციაციის მუდმივი ჩართულობის უზრუნველყოფას, რაც ასოციაციისა და მისი წევრი უნივერსიტეტებისათვის შემდგომი საქმიანობის მასშტაბებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოების წინაპირობაა.

ასევე ნახეთ

  • საიმიჯო პრეზენტაცია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში

    წაიკითხეთ მეტი
  • კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    წაიკითხეთ მეტი
  • APU პრეზენტაცია

    წაიკითხეთ მეტი