„გამოცდილების გაზიარება პროფესიულ განათლებაში“

13 მარტი 2018

13 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში საერთაშორისო კონფერენცია - „გამოცდილების გაზიარება პროფესიულ განათლებისა და სწავლების სფეროში” გაიხსნა, რომელსაც კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მარუაშვილი და პროექტების მენეჯერი ზვიად მიმინოშვილი ესწრებოდა.

ღონისძიება  ორ ძირითად მიზანს ისახავდა:

პირველი, პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენისა და მიმოხილვის კონტექსტში მხარეებმა გაიზიარონ რეგიონალური და საერთაშორისო გამოცდილება. აღნიშნული მიზნის ფარგლებში მთავარი თემა იყო - სკოლა/კოლეჯი/კომპანია, როგორც სწავლების ადგილი. მეორე, კონფერენციის მონაწილე მხარეებმა განიხილონ დამსაქმებელთა ორგანიზაციების გაძლიერება პროფესიული განათლების სფეროსა და სოციალურ პარტნიორობაში რეგიონალურ და ეროვნულ დონეებზე (თემა: სოციალური პარტნიორობის გაუმჯობესება დამსაქმებელთა, დასაქმებულთა და განათლების სამინისტროს შორის).

კონფერენცია გახსა დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ,აგრეთვე ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი დენიელ ჰაასი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის პარტნიორებმა - სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია; რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორებმა - ყაზახეთი, ლატვია, უკრაინა; გერმანიის საელჩო, გერმანულ-ქართული საგანმანათლებლო საზოგადოება, ასევე, საქართველოს პროფკავშირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული სასწავლებლები, სექტორული ასოციაციები და სავაჭრო პალატები.

აღსანიშნავია, რომ საკონფერენციო სივრცეში მოეწყო საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ლატვიის, ყაზახეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების პროექტის შედეგების სადემონსტრაციო მასალების გამოფენა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტი გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით 2016 წლიდან მიმდინარეობს და მისი განმახორციელებელი საქართველოში დამსაქმებელთა ასოციაციაა.

ასევე ნახეთ

  • ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი (BAU) APU-ს წევრია !!!

    წაიკითხეთ მეტი
  • APU ულოცავს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას ავტორიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას

    წაიკითხეთ მეტი
  • APU-ს ბრიფინგი IBSU-ს მხარდასაჭერად

    წაიკითხეთ მეტი