ერთი დღე ჯარში

21 თებერვალი 2019

2019 წლის 21 თებერვალს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებთან.

🔵 შეხვედრის თემა ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, ამ კომუნიკაციასთან დაკავშირებული მითებისა და რეალობის გამიჯვნას მოიცავდა.

🔴მოწვეული სპიკერი გახლდათ ვიცე-პოლკოვნიკი ბექა ამბროლაძე.

🔶შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზა მოინახულეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლისგან გაეცნენ ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის შესახებ.

🔵შეხვედრა ასევე მოიცავდა ვაზიანის სამხედრო ბაზის ტექნიკისა და სიმულაციური ცენტრის დათვალიერებას და სადილს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად.

ასევე ნახეთ

  • კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    წაიკითხეთ მეტი
  • ICC Georgia აცხადებს სტუდენტების მიღებას ახალგაზრდულ ფრთაში

    წაიკითხეთ მეტი
  • APU-ს ტრენინგი წევრი უნივერსიტეტებისათვის

    წაიკითხეთ მეტი