დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური APU-ს ახალი პარტნიორია

29 იანვარი 2019

🔝2019 წლის 29 იანვარს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის.

✔️დოკუმენტის მიხედვით: მხარეები მოამზადებენ სხვადასხვა ერთობლივ პროექტსებს; მონაწილეობას მიიღებენ სალექციო კურსების, ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და საგანმანათლებლო პროექტების მომზადებაში სწავლების ყველა დონეზე და უწყვეტი განათლების სასწავლო კურსების მომზადებასა და სწავლებაში; გამართავენ ერთობლივ თემატურ კონფერენციებსა და სამეცნიერო, სასწავლო სემინარებს.

🔼უახლოეს მომავალში ასოციაციის ორგანიზებით სისტემური ხასიათი მიეცემა დამოუკიდებელი ინსპექტორის შეხვედრებს წევრი უნივერსიტეტების სამართლის სკოლის სტუდენტებთან.

🔼ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ და კერძო უმაღლესი სასწავლებელების ასოციაცის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა მარუაშვილმა.

ასევე ნახეთ

  • ცხადდება მიღება ტრენინგებზე

    წაიკითხეთ მეტი
  • „სტუდენტები პროექტის ფარგლებში შეძლებენ რეალურ დროში პოზიტიური ზეგავლენა იქონიონ თბილისის ურბანულ სივრცეებზე.”

    წაიკითხეთ მეტი
  • საზაფხულო ბანაკი - თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები და უსაფრთხოება წარმატებით დასრულდა

    წაიკითხეთ მეტი