ბიზნესისა და კონსალტინგის აკადემია “BCA” გაიხსნა!

26 მარტი 2018

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ქოლგის ქვეშ ბიზნესისა და კონსალტინგის აკადემია „BCA” გაიხსნა.

ზაზა მარუაშვილი - კერძო უმამღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი:

“კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას საწესდებო ფუნქცია-მოვალეობების მიხედვით, ასოციაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოება და საკონსულტაციო-საექსპერტო მომსახურეობა გახლავთ. საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩვენ მოვიაზრებთ უწყვეტი განათლების მთელ სისტემას და შესაბამისად ასოციაცია აცხადებს, რომ ჩვენი მეთვალყურების ქვეშ განათლების ყველა საფეხური იქნება. აქედან გამომდინარე ის, რაც დროის გამოწვევა იქნება ვფიქრობთ, რომ შესაბამისი სასწავლო კურსები მასტერკლასები,მოკლევადიანი სემინარები, დისკუსიები ჩავატაროთ გაანთლების სფეროში არსებული ნებისმიერ მწვავე აქტუალურ პრობლემაზე და ამავდროულად ამას მივუძღვნათ სასერთიფიკატო კურსებიც.

ბუნებრივია ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, მოგეხსენბათ, რომ ძალიან ბევრი ტრენინგ ცენტრი არსებობს. ჩვენი დანიშნულება გახლავთ ოპერატიული გამოხმაურება და ოპერატიული რეაგირება იმ საკითხებზე რომელიც არის საზოგადოების მხრიდან დაკვეთის საგანი.

რა თქმა უნდა აკადემიას  თანამშრომლობა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებთან არ ექნება, ის მომსახურებას ასევე გაუწევს საჯარო სექტორის მენეჯმენტს.

რაც შეეხება კონსალტინგურ მომსახურეობას, აკადემიისთვის ესეც თანაბარზომიერი მიმართულებაა. პირველ რიგში აქ მოვიაზრებთ ჩვენი წევრი უნივერსიტეტისათვის პროგრამების ექპერტიზას, მათთან ერთად ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით დოკუმენტების ერთობლივად მომზადებას ან ჩარჩო დოკუმენტების გადაგზავნას მათი გამოყენების თვალსაზრისით.

რაც შეეხება შორს მიმავალ გეგმებს, არ გამოვრიცხავთ, რომ აკადემიამ შექმნას თავისი საგანმანათლებლო პროგრამები და რაღაც ეტაპზე მიიღოს კოლეჯის სტატუსიც და განახორციელოს საბაკალავრო პროგრამა.“

 

დევი ხვედელიანი - „BCA“ - ის რექტორი: „ბიზნესისა და კონსალტინგის აკადემიას საქმიანობის ფართო სფერო აქვს. ის მოიცავს როგორც კონსალტინგურ მომსახურებას, ასევე ტრენინგ კურსებს. ტრენინგები ჩატარდება სხვადასხვა მიმართულებით, ის მოიცავს საავტორიზაციო და სააკრედიტაციო პროცედურებთან,მომსახურეობასთან (სერვის+) დაკავშირებულ ტრენინგებს, გარდა ამისა დროის მართვას, კომუნიკაციას, პიარს, სამართლებრივ საკითხებს - როგორიცაა საკონტრაქტო, საკორპორაციო საგადასახადო ურთიერთობები. აკადემია კომპანიებს კონსალტინგურ მომსახურებას გაუწევს სატენდერო  დოკუმენტაციის მომზადებაშიც.

“BCA” ორინტირებულია მოემსახუროს როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს. კომპანიებში იგულისხმება როგორც საჯარო, ისე კერძო უმაღლესი სასწავლებლები, ასევე კოლეჯები, სკოლები, საბანკო სექტორი და ა.შ.

ჩვენი აკადემია 2018 წელს შეიქმნა, თუმცა დასაქმებული გუნდი დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონეა. ჩვენ გვყავს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები, რომელთა საქმიანობის ხარისხზე პასუხისმგებლები ვართ.“

ასევე ნახეთ

  • კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    წაიკითხეთ მეტი
  • საქართველოში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია დაფუძნდა

    წაიკითხეთ მეტი
  • შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრესიდენტთან

    წაიკითხეთ მეტი