ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი ანრი ექსპერტების გერმანული ორგანიზაციას SES მასპინძლობს

7 მაისი 2019

“ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსისა” და „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მხარდაჭერით, „ბათუმის უმაღლესი საზღვაო - საინჟინრო სასწავლებელი ანრი“ უფროსი ექსპერტების გერმანული ორგანიზაციის SES - ის (Senior Experten Service) ექსპერტს, ულრიხ დალკმანს მასპინძლობს.

„მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის“ ინსტრუქტორებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს თემებზე- „სიმულატორების ინსტრუქტორებისა და შემფასებლების მომზადება“ და „ინსტრუქტორების მომზადება.“

ტრენინგს „ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი ანრის“ ინსტრუქტორების გარდა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საწვრთნელი ცენტრის, „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა“ და ბათუმის საზღვაო საწვრთნელი ცენტრის „ეკვატორის“ ინსტრუქტორებიც ესწრებიან. ტრენინგი სამ კვირას გაგრძელდება.

➡️ „ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი ანრი“ ერთ-ერთია „ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის“ წევრ 18 უნივერსიტეტს შორის. 

➡️ უფროსი ექსპერტების გერმანული ორგანიზაცია SES (Senior Experten Service) „ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის“ პარტნიორი ორგანიზაციაა. 

ასევე ნახეთ