ასოციაციის IV მმართველი საბჭოს სხდომა

27 დეკემბერი 2018

 2018 წლის 27 დეკემბერს , საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა.

🔴ასოციაციის მმართველმა საბჭომ სხდომაზე განიხილა "საქართველოს აკადემიურ სივრცეში სამეცნიერო საქმიანობისა და კვლევების მიმართულებით არსებული მდგომარეობა".
მმართველი საბჭოს სხდომას დაესწრო:

➡️ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია

➡️ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე.

🔶ზვიად გაბისონიამ და გიორგი ვაშაკიძემ თანადგომა გამოუცხადეს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

📢📢📢 მნიშვნელოვანია, რომ დღეს მმართველმა საბჭომ ასოციაციის შემადგენლობაში მიიღო:

🔵 ახალი ქართული უნივერსიტეტი - ევროპის უნივერსიტეტი.

📢 ასევე გადაწყდა, რომ ასოციაციის შემადგენლობას შემოუერთდეს უკრაინის ორი უნივერსიტეტი:

🔶 ჰეტმანის სახელობის ეკონომიკური უნივერსიტეტი 

🔷 უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის იურიდიული უნივერსიტეტი.

ასოციაციის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით გამოიცემა საერთაშორისო ინგლისურენოვანი სამეცნიერო აკადემიური კრებული R&D (Research & Development).

🔵 დღევანდელ სხდომაზე ასევე აირჩიეს მმართველი საბჭოს ახალი წევრები - ანა დოლიძე, თამარ ზარგინავა, სოფო სუხიშვილი და ლევან გვარიშვილი.

 

ასევე ნახეთ

  • შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან

    წაიკითხეთ მეტი
  • უკრაინის კერძო უმაღლესი სასწავლებლების კონფედერენცია APU-ს პარტნიორი ხდება

    წაიკითხეთ მეტი
  • ევროსასამართლომ ვიდეოთვალთვალი პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ჩარევად ჩათვალა

    წაიკითხეთ მეტი