„ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის" დასკვნითი ღონისძიება

8 ივლისი 2018

2018 წლის 6 ივლისს,  ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით და კერძო უმაღლესი სასწავლებელის ასოციაციის  ორგანიზებით გაიმართა პროექტის „ახალგზარდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის“ დასკვნითი ღონისძიება.

პროექტი 15 აპრილს დაიწყო და მისი თემა იყო  „გარაჟი პოტენციური საჯარო სივრცე“.სტუდენტურმა გუნდებმა გამოცდილ არქიტექტორებთან და ურბანისტებთან ერთად მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე შეიმუშავეს თბილისის 3 ლოკაციაზე (ბახტრიონი, ვარკეთილი, გლდანი) გარაჟებით დანაწევრებული სივრცეების განვითარების სცენარები. 

ღონისძიება გაიმართა პროექტის ერთ-ერთ ლოკაციაზე,სტუდენტებმა   წარადგინეს კვლევის და შექმნილი კონცეფციების პრეზენტაციები, აგრეთვე  გამოფენილი იყო  მათი  ნამუშევრების რენდერები და მაკეტები.

ღონისძიებას დაესწრო ქ. თბილისის მერიის და გამგეობების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, პარლამენტის წევრები, ურბანისტები, არქიტექტორები, ადგილობრივი მოსახლეობა.

ღონისძიების დასასრულს პროექტის მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები და დაჯილდოვდნენ მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ მიერ“.

 

ასევე ნახეთ